LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსმა“ ბათუმში მეორე ფილიალი გახსნა

73

მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქ. ბათუმში ტბელ-აბუსერიძის ქ. #15-ში,„თეგეტას“ მეორე ფილიალი გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს დახვდება ”თეგეტას” ქსელში არსებული 100 000-მდე პროდუქტი: საბურავები, ზეთები, ფილტრები, აკუმულატორები, ავტოსათადარიგო ნაწილები და სხვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ბათუმის ახალ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სერვისებითაც: საბურავის სერვისი, სავალი ნაწილი, ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში.

შეგახსენებთ, „თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები