LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმი გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე – გიორგი მარგველაშვილი

138

“წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე  განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებსა და ექსპერტებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, როგორც სამხედრო, ასევე იდეოლოგიური კუთხით.

„წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში. ტერორიზმი გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე, რუსეთის როლი რეგიონის მილიტარიზაციის თვალსაზრისით – იქნება ეს რუსეთის აქტიური ჩართულობა ბალტიის, შავი ზღვის თუ ცენტრალური აზიის მიმართულებით, ამ თვალსაზრისით ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად იკლებს. თუ შევხედავთ წელს, აგრეთვე წინა წლებში განვითარებულ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ის ფორმები, რომელიც ემყარება შეხედულებას, რომ რუსეთთან შეიძლება მუშაობა, ჩემი აზრით, 2008 წლიდან დაწყებული 2014 წლის უკრაინის ტრაგიკული მოვლენებით, ეს კონცეფცია რეალურად საფუძველს მოკლებულია. რუსეთი არ განიხილავს ამ პროცესებს, თუნდაც მათთვის საინტერესო პოზიციიდან. რუსეთი ძალიან ნათლად ხედავს რეგიონში იმის შესაძლებლობას, რომ პრივილეგირებული ინტერესები გაატაროს, მათ შორის სამხედრო გზით. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აქტიურობას აგრეთვე იმ წერტილებში, რომელიც მათი აზრით მოწყვლადია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები