LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TI-ის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ოპოზიციური პარტიების მხრიდან დარღვევებზე – არჩილ თალაკვაძე

81

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ანგარიშში არაფერია ნათქვამი ოპოზიციური პარტიების მხრიდან დარღვევებზე.

„ოპოზიციის მხიდან დარღვევები იკვეთება ძირითადად ოთხი მიმართულებით. პირველი – ეს არის სააგიტაციო მასალების განადგურება, მრავლობით მისამართზე, რომელიც დოკუმენტირებულია და ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

არაფერია ნათქვამი ოპოზიციის მხრიდან დაფინანსებულ მადესკრედიტირებელ და დეზინფორმაციულ კამპანიაზე სოციალურ მედიაში, რაზეც ათეულობით ლინკი ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

არაფერია ნათქვამი იმ ფაქტებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩართულნი არიან კანონის დარღვევით სააგიტაციო კამპანიაში და ზეწოლასაც ახდენდნენ რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩეველზე.

ასევე, ჩვენი ოფისების მუშაობის ხელშეშლის მცდელობის რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართულმა ჯგუფებმა მოაწყვეს ოფისების წინ სურათი, რომ ოფისებს მუშაობის შესაძლებლო არ ჰქონოდათ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ შეხვედრებში გარკვეული პირების მონაწილეობა კანონიერია.

“როდესაც ბაღის, სკოლის თანამშრომლები, არქიტექტორები თუ ექიმები, სხვა პროფესიის ადამიანები ესწრებიან შეხვედრებს, რომელსაც ჩვენ ექვსი საათის მერე ვმართავთ, კანონმდებლობა არ უკრძალავს ამ ადამიანებს,  წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ სამუშაო საათების შემდგომ ან უქმე დღეებში. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

პოპულალურები