LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

43

“აქ ნაცისტების ადგილი არ არის” – პორტლენდში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშლა პოლიციამ სცადა. შეტაკების დროს აქტივისტები ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. რამდენიმე პოლიციელი და მომიტინგე დაშავდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბეისბოლის ჯოხები და დანები აღმოუჩინეს. არიან დაკავებულები.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტლენდის ცენტრში ტრამპის მომხრე ულტრამემარჯვენეები შეიკრიბნენ. ორგანიზაცია Patriot Prayer-ის აქტივისტებს მეორე დემონსტრაციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები