LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე, დისკრიმინაციული მოტივით ძალადობისთვის, 2 პირია დაკავებული

75

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი, -ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპრატამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს. ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს,”- განაცხადა გიზო ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები