LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქვს თავის ქალის ტრავმა, მრავლობითი დაბეჟილობები” – თბილისში ტრანსგენდერ ქალს მანქანით დაეჯახნენ

101
BJJKXNG6LRAA3MTC36GUY6BMHU

გვიან ღამით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს ავტომობილი დაეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაშავებულის მეგობარი ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ისინი მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

“აქვს თავის ქალის ტრავმა, მრავლობითი დაბეჟილობები, მარჯვენა მხრის ამოვარდნა, მწვავე ექსკორიაციები მთელს სხეულზე, სისხლდენა ოთხივე კიდურებიდან.

ამ წუთას უტარდება თავის ტვინის ტომოგრაფია და დგინდება რა მოტეხილობები აქვს, ველოდები ექიმის საბოლოო პასუხს, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მინდა მივმართო იმ გოგოს და ბიჭს, მიწიდან ამოგთხრით თქვენი თეთრი ჯიპიანად და ჯოჯოხეთის გზას გაგიყენებთ! მე თქვენ განახებთ როგორ უნდა გზაზე ტრანსების მანქანით გატანა და შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის მიჩქმალვა”,- წერს თაკო ქურდოვანიძე.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს მუხლის დაზუსტება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები