LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დარეჯან თვალთვაძეს, აკადემიურ საბჭოს და საიას წევრებს შეხვდნენ

52

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძესთან, აკადემიური საბჭოსა და საიას წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახო კვირიკაშვილმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს ”აუდიტორია 115”-ის მიერ თვითმმართველობის სამუშაო აუდიტორიის ძალის გამოყენებით დაკავების თაობაზე პოზიცია გააცნო. მან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ”ინტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ” მოუწოდა. როგორც ვახო კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველო არის ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა და ვალდებულია ჰყავდეს სტუდენტური წარმომადგენლობები.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელის დარეჯან თვალთვაძის განმარტებით, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები თსუ-ს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაცაა და ადმინისტრაცია ყველა ღონეს იხმარს პროცესების კანონიერ ჩარჩოში მოსაქეცევად. ”ჩვენ მოვისმინეთ ეს პრეზენტაცია, რომელიც მოამზადეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ჩვენ შევხვდებით ამ პროცესებში ჩართულ მეორე ჯგუფსაც, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ პროცესები დაწყნარდეს, გარკველწიულად კანონიერ ჩარჩოში ჩადგეს”, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ, თსუ-ს პირველ კორპუსში სამი აუდიტორია ძალის გამოყებენით დაიკავეს. დარეჯან თვალთვაძის შეფასებით, „აუდიტორია 115“-ის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში შეჭრა და მისი დაკავება არამართლზომიერი ქმედება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები