LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კოშმარები გტანჯავთ, დალიეთ ბევრი ჩაი

289

იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა გავლენა აქვს ჩაის სიზმრებზე. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთზე მეტი ფინჯანი ჩაის დალევა ღამის კოშმარების რისკს 50%-ით ამცირებს.

მიზეზად კი მეცნიერები ტანინს ასახელებენ, რაც სტრესის დონეს ამცირებს. დასარწმუნებლად სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე ათეული მოხალისე იღებდა. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ რესპონდენტების რაციონსა და ქცევას და კოშმარების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნიკალურ მეთოდს მიაგნეს. ცუდი სიზმრები რომ არ ნახოთ, დალიეთ რაც შეიძლება ბვრი ჩაი. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ეს სასმელი უსიამოვნო სიზმრების თავიდან არიდების 50%-იან შანსს გაძლევთ.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით 80%-ით უფრო ხშირად ხედავენ კოშმარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები