LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნაგვის მანქანა ღამით იმოძრავებს, მოსახლეობამაც ღამით უნდა გაიტანოს ნაგავი – კახა კალაძე

269

თბილისის მერი კახა კალაძე დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, ნაგვის მანქანების დღის განმავლობაში გადაადგილება გარკვეულწილად საცობების შექმნას ხელს უწყობს.

“ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები