LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი გააქტიურდა

78

თურქმენეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი გააქტიურდა. ამის შესახებ განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მიხეილ ჯანელიძემ, განაცხადა, თავის  თურქმენ კოლეგასთან დახურულ შეხვედრაზე, რომელიც პრესკონფერენციამდე გაიმართა, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. სწორედ ამ კონტექსტში იქნა განხილული სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები და მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დაწესების საკითხი.

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა, კი  ხაზი საერთაშორისო ორგანიზაციებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მან ქართულ მხარს უკვე გადასცა მიწვევა  ენერგოქარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ნოემბერში აშხაბადში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში რაშიდ მერედოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან. უკვე გაიმართა შეხვედრა  საგარეო საქმეთა მინისტრთან.

რაშიდ მერედოვი ასევე მოინახულებს საქართველოს იუსტიციის სახლს. მინისტრი აგრეთვე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

 

 

პოპულალურები