LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

93

ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 574 016 ლარია.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო, ტყიბულის მოსახლეობას წყალი შეფერხებებით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქსელის 18 კმ-იან მონაკვეთს, აშენდება ორი ახალი რეზერვუარი და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა და ქსელი საბოლოო ექსპლუატაციაში სამუშაოების დასრულებისთანავე შევა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება,

პოპულალურები