LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

199

საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად, მიმდინარეობს მონასტრის სახურავისა და გალავნის ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე  მისასვლელი გზა და საპირფარეშო.

პროექტის  ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

„მისი ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელსაც გაუუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ  ტურისტებს კი შესაძლებლობა  ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ  ძეგლების მიმდებარედ  გამართული ინფრასტრუქტურით“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე განცხადებით, პროექტის  მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.