LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

126
GITA

იმერეთში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში 6 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა:

  • დამსი ბლოკი – პროექტის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიით გადამუშავებული პლასტმასის და მინის ნარჩენებისგან კონსტრუქციებისა და ტექნოლოგიების წარმოება.
  • Svansky – სახეხბურთო ტექნიკური ინოვაცია, რომლის მიზანია დედამიწაზე დასრულდეს ორგანზომილებიანი ფეხბურთის 150 წლიანი ხანა და დაიწყოს ფეხბურთის ახალი, სამგანზომილებიანი  ერა ახალი ტაქტიკითა და სტრატეგიით.
  • Arex – გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიის აპლიკაცია უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიებისთვის
  • ნეთმარკი – გეოლოკაციაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს ციფრული კვალის დატოვებისა და საკუთარი უნიკალური ისტორიების AR სამყაროში აღნიშვნის შესაძლებლობას აძლევს.
  • EstReal –  უძრავი ქონების ანალიტიკური სერვისის შექმნა, რომელიც დეველოპერებს დაეხმარება გაიგონ, რა არის ყველაზე ოპტიმალური სახლი ასაშენებლად, სად ააშენონ და რა ფასად გაყიდონ, ბროკერებს და ინვესტორებს კი შესაბამისი უძრავი ქონების პოვნაში დაეხმარება.
  • Back to the Collis – 2D სათავგადასავლო ვიდეო თამაში უნიკალური ხელით ნახატი ატმოსფეროთი, მდიდარი სიუჟეტითა და ლოგიკური თავსატეხებით.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ცნობისთვის, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა.