LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულო მანიფესტაცია ტრადიციის წინააღმდეგ: ესპანეთში „სისხლიანი რბოლა“ იწყება (ვიდეო)

83

ესპანელები ხარების რბოლას მასობრივი პროტესტით ხვდებიან. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი პამპლონა ყველასათვის კარგად ნაცნობი და საკმაოდ პოპულარული ფესტივალისთვის ემზადება. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ და „სისხლიან რბოლას“ აქციებით დაუპირისპირდნენ. აქტივისტებმა ნიღბები გაიკეთეს და წითელი ბოლიც გაუშვეს – უჩვეულო მანიფესტაცია ცხოველების მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლო გახდა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე საკამათო „ფიესტა“ დღეს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში კი 66 ხარს დაკლავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი ძალიან შემაშფოთებელია – ტრადიციული რბოლა მაინც ბევრ ადამიანს იზიდავს. ხარებთან დასაპირისპირებლად ესპანეთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც ასობით ადრენალინის მაძიებელი აკითხავს და ხარის შეწირვის გარეშე ჩატარებული ფესტივალი მათთვის წარმოუდგენელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები