LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა

116

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: ფეროშენადნობის (97%), სპილენძის მადნების (28%), სამკურნალო საშუალებების (35%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (56%), სპირტიანი სასმელებისა (29%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმადადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე”, –განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება აღნიშნულ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 % მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საგრძნობლად არის გაზრდილი 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2017 წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5 627.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება გასულ თვეს, 2017 წლის სექტემბერში ექსპორტი 27.2%-ით, ხოლო იმპორტი 5,5%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები