LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ირაკლი კობახიძე

85

გვწამს, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ შავი ზღვის რეგიონში: ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი აგრძელებს გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას და თავად ამ ორგანიზაციის არსი მიზნად ისახავს „შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად გარდაქმნას“, როგორც ეს გაცხადებულია, ჩვენი ორგანიზაციის ქარტიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ვიპოვოთ მშვიდობიანი გზა გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების საფუძველზე, რათა გადავჭრათ არსებული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულალურები