LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსასტიკესი ტერორისტის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს აშშ 25 მლნ დოლარს გადასცემს

83

აშშ-ს ხელისუფლება 25 მილიონ დოლარს გადასცემს ადამიანს, ვინც მიაწვდის უტყუარ ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესახებ და მის დაჭერაში დაეხმარება. „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 10 მლნ დოლარი ჰქონდა დაწესებული, ახლა კი ჯილდო 25 მლნ-მდე გაიზარდა.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის მმართველობის პერიოდში ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ფეხის მოკიდება მყარად შეძლო და აქამდე არგაგონილი სისასტიკით უსწორდება მოსახლეობას.

ტერორისტის დაჭერა, ან ლიკვიდირება ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა, პერიოდულად მისი ვიდეო ან აუდიომესიჯები ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები