LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე კვირიკაშვილი ქუთაისიდან ევროპაში გაფრინდება

36

უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპაში ქუთაისის აეროპორტიდან ახალგაზრდებთან ერთად გაემგზავრება, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება”.

პრემიერი ვიზალიბერალიზაციას მთელს ქვეყანას ულოცავს, კვირიკაშვილის თქმით, საამაყოა, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს „სამაგალითო“ უწოდეს.

“ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს – ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა.

დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა მათგანს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები