LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა – პრემიერი მუხთარლის საქმეზე

30

“ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო,”– ამის შესახებ პრემიერმინისტრმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საკითხი უმცირესობის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ დასვა, რომელმაც აფგან მუხთარლის ჩვენება წაიკითხა. პრემიერმა მას მოუწოდა, ნუ მიიღებს ამას მოცემულობად.

“რეაგირება რაც ხელისუფლებამ გააკეთა იყო ადეკვატური. გამოძიება წინ არის. რა შედეგი დაიდება გამოძიების შედეგად, არავინ შეიძლება იწინასწარმეტყველოს. ჩემთვის მოცემულობა ვერ იქნება ბატონი მუხთარლის ჩვენება. მოგიწოდებთ, ფაქტად ნუ მიიღებთ პატიმრის ნასაუბრებს. თქვენ დროს ასეთი რამ რომ მომხდარიყო, დარწმუნებული, ვარ არცერთი თანამდებობის პირი არ დატოვებდა პოსტს. ორი უმაღლესი ჩინის ადამიანმა დატოვა თანამდებობა,” – აღნიშნა პრემიერმა და უმცირესობას შეახსენა, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ თანამდებობა არავის დაუტოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები