LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ რჩეულიშვილი: ყველა ბინა გავყიდეთ, გაძარცვულები ვართ

213

ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ყველა ბინის გაყიდვა მოუხდათ და სრულიად „გაძარცვულები“ არიან. რჩეულიშვილი „ფეისბუქზე“ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებს აქვეყნებს.

“ნამდვილად ბევრი მილიონის პატრონები ვართ , მაგრამ კომპანიის 30 მილიონის აქტივები ხელისუფლებამ უკანონოდ მიითვისა. ამიტომაც გავხდით იძულებულნი გაგვეყიდა ყველა ჩვენი ბინა , მაგრამ რას ეყოფოდა ეს თანხები. ამ დროს კი ზოგიერთი დღესაც გაიძახის, რჩეულიშვილების ქონება გავყიდოთო და სახლები ამით ავაშენოთო! სამწუხაროდ, მაიამ მანამდე გაყიდა და კომპანიას მოახმარა მთელი თავისი კერძო ქონება.

ურწმუნოებისთვის ვაქვეყნებ ჩვენი გაყიდული ბინების და დაგირავებული სასტუმროების სიას: არ ვაპირებდით ამის გამოქვეყნებას, წუწუნში ან პირიქით, თავგანწირულობით ტრაბახში რომ არ ჩაგვთლოდა. მაგრამ პროკურატურამ ისედაც იცის ამის შესახებ და კარგია, ხალხმაც რომ იცოდეს.
ეს არის მაიას პაპისეული ბინა ბოცვაზეზე, რომელიც პირველი გაიყიდა და იძულებულიშევიქმენით გადავსულიყავით ლესელიძის ქუჩაზე, სადაც რჩეულიშვილების ოფისი ლიდია იყო ადრე. ის რომ გავყიდეთ ვალებში, მერე სატივეზე გადმოვედით, მაგრამ ეს ბინაც ბანკს გადაეცა ვალებში და ა.შ. სასტუმროებს კი 3 მლნ.$ ვალი აქვთ,” – წერს რჩეულიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები