LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები გადანაწილდნენ: ვარსკვლავური მატჩის შემადგენლობა ცნობილია

89

დღეს, 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

 

„GFF XI”

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

 

„მსოფლიოს XI”

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

 

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით).

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.