LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის ქუჩებში ალკოჰოლის ბოთლით სიარულის აკრძალვას აპირებენ

82

ვენეციის ქუჩებში ალკოჰოლის ბოთლით გასვლა აიკრძალება.ამის შესახებ BBC წერს. მთავრობის ინიციატივით, დაჯარიმდებიან ის ადამიანები , რომლებიც 19 საათის შემდეგ ქუჩაში ალკოჰოლის ბოთლებით გავლენ.

გამკაცრებული ზომები ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს შეეხება.

სამართლადაცმველები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ არ დააკვირდებიან ყველა ადამიანს, ვინც მაღაზიიდან გამოვა და მხოლოდ იმ პირებს დააჯარიმებენ, რომლებიც სასმელს ქუჩაში დალევენ.

ცნობისთვის, გასულ წელს  ვენეციის ადმინისტრაციამ, ჯარიმები უფრო გაამკაცრა. დამსვენებლები, რომლებიც ქუჩაში ნახევრად შიშვლად (შიშველი ზედა ტანი ან მოძრაობა ქვედაბოლოს გარეშე) დადიან, 200 ევროთი დაჯარიმდებიან. ისინი, ვინც შენობის კედლებზე დატოვებს წარწერებს ან ძირს დაყრის ნარჩენებს – 400 ევროსს გადაიხდიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები