LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს – კალაძე

284

ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, ღია კაფეების მეპატრონეებს საბუთების მოწესრიგებისკენ მოუწოდონ.

“მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესრიგის ფარგლებში,” – განაცხადა კალაძემ.

დღესვე კალაძემ გლდანში ახალი პარკის მშენებლობის დაწყებაც დაანონსა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ხვალ იწყება და 4 თვეში დასრულდება.

დღესვე თბილისის მთავრობა დაამტკიცებს და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისა და “სითი ინსტიტუტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები