LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველომ ბევრი ავიაკომპანია დააინტერესა”

134

არსებული ტენდენციები და მათ შორის ვიზალიბერალიზაცია გახდა ჩვენთვის ერთ–ერთი საინტერესო ახალი საშუალება, რომ ვესაუბროთ ახალ ავიაკომპანიებს – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთი ალექსიძემ განაცხადა.

მისი თქმით,ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა და მოლაპარაკებები ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.

“სულ რამდენიმე დღეში ბელფასტში დაიწყება ერთ–ერთი უმსხვილესი საავიაციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ჩანიშნულია ძალიან ბევრი შეხვედრა. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ავიაკომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან გაიზარდა. ქეთი ალექსიძემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ავიაკომპანიასთან, რომელთანაც კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა და ფრენების დაწყება 2018 წლიდან იგეგმება”, – განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

საქართელოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ასახელებენ კონკრეტულ ავიაკომპანიებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტიან კომპანიებთანაც მიდის.

“ჩვენ ვესაუბრებით როგორც ახალ, ისე არსებულ ავიაკომპანიებს, ამ უკანასკნელსთან მოლაპარაკებები სიხშირეების დამატებაზე მიმდინარეობს”, – განაცხადა ქეთი ალექსიძემ. 

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს მოალაპრაკებები ინდოეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც. მისი თქმით, ეს ბაზარი საქართველოსთვის შესაძლოა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები