LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილმა მისამართის გარეშე ადრესატი იპოვნა

527

ისლანდიის დასავლეთში, პატარა ფერმაში Holar მცხოვრებმა ოჯახმა უცნაური წერილი მიიღო. მისამართის მაგივრად კონვერტზე ადგილის  რუქა იყო დახატული მოკლე მინიშნებით: ”ცხენების ფერმა, სადაც ისლანდიურ-დანიური წყვილი ცხოვრებს სამი შვილით და უზარმაზარი ცხვრის ფერმით”.  

წერილი რეიკიავიკიდან სამმა უცხოელმა ტურისტმა გაგზავნა, რომლებსაც ოჯახის მასპინძლობისთვის მადლობას უხდიდნენ. მართალია, ტურისტებმა არ იცოდნენ ფერმის ზუსტი მისამართი, მაგრამ გზა როგორც ჩანს, კარგად დაიმახსოვრეს.

როგორ მოძებნა წერილმა თავისი ადრესატები უცნობია. თუმცა, ერთ-ერთმა ისლანდიურმა გაზეთმა Skessuhorn-მა აღნიშნა, რომ ”ჯადოსნურ ისლანდიაში ყველაფერი შესაძლებელია!”

af8020731321723c609b4909ee43c6b564d5012b

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები