LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილისყრა ბრმა იქნება: ლიგა პარასკევს დაწყვილდება

49

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 17 მარტს ჩატარდება. ნახევარფინალში გასასვლელად სამი ესპანური გუნდი „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, ორი გერმანული – „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“ და ასევე ინგლისის, იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენლები – „ლესტერი“, „იუვენტუსი“ და „მონაკო“ იბრძოლებენ.

წილისყრა ტრადიციულად უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რომ წყვილები ბრმა წილისყრით შეირჩევიან, ანუ აღარ იქნებიან განთესილი და განუთესავი გუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერმანეთს გადაეყარონ. ამის ალბათობა დიდი განსაკუთრებით ესპანეთის შემთხვევაშია.

გუნდს, რომელსაც პირველად ამოიღებენ ბურთულადან, პირველ მატჩს შინ გამართავს.

მეოთხედფინალების პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, საპასუხოები – 18 და 19 აპრილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები