LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა ცეცხლი საქართველოშია

76

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. მომლოცველთა ჯგუფმა წმინდა ცეცხლი სპეციალური ჩარტერული რეისით თბილისში იერუსალიმიდან  ჩამოიტანა. წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშო სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.

წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება, მას ასევე მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებოდნენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები