LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შედეგ ჩამოიტანენ

159
unnamed (1)

სამების საკათედრო ტაძარში პოლიგრიმ ტურსის ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ.

ის ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად ერთად გაემგზავრება. მისივე ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს.

„თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას.  23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშრისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე“, – განაცხადა გემაზაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები