LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჯართა პრინცესა, რომელიც ირანში სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა (ფოტო)

1197

ირანში სილამაზის თავისებური გაგება ჰქონდათ. სოცქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მტკიცებით, ირანული სამეფო დინასტიის, ყაჯარების ერთ-ერთი პრინცესაა ასახული.

როგორც ფოტოს განმთავსებელს, მაურიციო ვაკარის უწერია:

„ეს არის ყაჯარების პრინცესა. ხელის 145 მთხოვნელი ჰყავდა, აქედან 13-მა თავი მოიკლა მისი უარის გამო. განიხილებოდა, როგორც სრულყოფისა და სილამაზის სიმბოლო“.

ამ ფოტოს ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქ-მომხმარებელი, კახა ესებუაც აზიარებს და წერს:

„აი, თურმე რატომ მოწონდათ სპარსელებს ქართველი ქალები J ყაჯართა პრინცესაა. სილამაზის ეტალონად ითვლებოდა თურმე ირანში. 13 კაცს თავი მოუკლავს ცოლობაზე ამის უარის გამო…“

ანის ალ დოლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები