LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს

80

ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის, შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა ასტანაში გასამართი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების რიგით მეექვსე რაუნდი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს.

ყაზახეთის ლიდერის თქმით, ასტანაში გამართული სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების 5 რაუნდის შედეგად სირიაში ძალადობის გამოვლინებები მნიშვნელოვნად შემცირდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდს პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

მაღალი რანგის შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა.

ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში ლიდერებმა ხელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს, რომელიც მშენებლობაში, ქიმიურ ინდუსტრიაში, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში 590 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები