LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიულია – გიორგი კვირიკაშვილი

86

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე და კიდევ უფრო დემოკრატიული.

„მინდა ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიული განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში.

გამჭვირვალე არჩევნები იყო, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული და მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ყველა ჩვენს მხარდამჭერს. ყველას ვინც წვლილი შეიტანა არჩვენების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა მადლობა გადაცვუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო სექტორს და ასევე მედიას, ასეთი კარგი გაშუქებისთვის. ვ

ფიქრობ, რომ ყველამ დაინახა განსხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ ამ არჩვენების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები