LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა თანხმდება, რომ ვეტო არის გამოსავალი – გიორგი მარგველაშვილი

37

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან ეფექტიანად იმუშავა. სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ძალებმა შეძლეს და შექმნეს ერთიანი თანხმობის დოკუმენტი შესწორებებისა.” – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

მისივე თქმით, “პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, თუმცა საათებსაც ვერ გაუძლო”.

” მოვისმინეთ მმართველი პარტიის პოზიცია, რომ მიღებული დოკუმენტი, რომელიც უბრალო დოკუმენტი არაა, თურმე, უკვე ჩასასწორებელია ორ საკითხში. ეს ის ორი საკითხია, რომელზეც ერთობლივად ვთავაზობდით, რომ ჩასწორებულიყო და რომელიც ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ შეასწორებდა. ვითარების არაორდინალურობამ, კონსტიტუციის ასე ჩქარა მიღებამ და ასეთი დინამიკით, რომ ჯერ არაა მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ეს არაორდინალურია. თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ არის სირთულე რომელიმე პოლიტიკური ძალის, ეს არის ქვეყნის სირთულე.  მინდა, მოვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული ვითარებიდან,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დასანანია რომ შეხვედრას “ქართული ოცნება” არ ესწრება. პრეზიდენტი ამბობს რომ ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე სამსჯელოდ მისი კარი მუდამ ღიაა.

“ყველა თანხმდება, რომ ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი. ამაზე თანხმდება “ქართული ოცნებაც”, პოლიტიკური სპექტრი. ვფიქრობ, ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, თუ როგორ გამოვიდეთ რთული ვითარებიდან,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

პოპულალურები