LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს – კახა კალაძე

70

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზად არიან.

„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავის შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ასე რომ, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება,“ – განაცახდა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები