LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება – გიორგი აბაშიშვილი

45

„ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება,“ – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, დღეს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი პარტიის დაგეგმილ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

აბაშიშვილის თქმით, ფაქტია, რომ არსებული რთული მდგომარეობიდან საჭიროა გამოსავლის მოძიება.

გამოსავალი არის ერთადერთიუნდა მოხერხდეს ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი შესაძლებელია და ეს დადასტურდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრის დროს, როდესაც, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება. ამ შემთხვევაში ეს იქნება ზუსტად ერთადერთი გზა და ბოლო შესაძლებლობა, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას დღეს, 16:00 საათზე შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები