LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მნიშვნლოვანია ამ ადამიანის გადარჩენა – მძღოლები ფინანსთა მინისტრის აქციაზე მისვლას ითხოვენ

75

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციას მართავენ, ადგილზე ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე უნდა შემდგარიყო, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთ-ერთი მძღოლი შენობის სახურავზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრება.

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მინისტრს ვერ შევხვდებით. ამ ადამიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ასეთი უკიდურესი ზომისთვის მიემართა და ითხოვს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ახლა ვერ წავალთ მოლაპარაკებაზე, თუმცა გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნლოვანია ამ ადამიანის გადარჩენა,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები