LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და „ჯეოკრაფტი“ განავითარებენ

144

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად  შპს „ჯეოკრაფტი“ გამოვლინდა. ინვესტორის შერჩევა ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით განხორციელდა.

შპს ჯეოკრაფტი ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის 90%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო დარჩენილი 10% სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” საკუთრებაში დარჩება.

პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს  იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე  ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი)   სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან უკვე ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

პოპულალურები