LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ქვეყნის მმართველი პარტიის კონგრესის თავმჯდომარეობას გეგმავს

102

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის კონგრესზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, თავმჯდომარეობას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მუგაბემ გადადგომის შესახებ განცხადება არ გააკეთა.

პარტიის სხდომა რამდენიმე კვირაში ჩატარდება და მე მას ვუხელმძღვანელებ, – განაცხადა მან.

რობერტ მუგაბეს თქმით, გასული კვირის მოვლენები საფრთხეს არ უქმნიან ქვეყნის კონსტიტუციას და ზიმბაბვეს მცხოვრებები მტკიცედ არიან განწყობილნი დამოუკიდებლად დაარეგულირონ კრიზისი, მშვიდობიანი გზით.

გუშინ, ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს. ზიმბაბვეში მმართველი პარტიის „ზიმბაბვეს ეროვნული კავშირი – პატრიოტული ფრონტის“ ცენტრალური კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც 93 წლის რობერტ მუგაბე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები