„სხვა რაკურსის“ მორიგი გადაცემა მიეძღვნა თემას, რა გავლენას ახდენს საზოგადოება თითოეულ ჩვენგანზე.
მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას ვარდისფერი კომბინიზონის გამო აკრიტიკებდნენ.
„აღიარებით ჩვენებას მოგცემ ახლა. გადახვევა რომ შეიძლებოდეს ამ დღის, რა კარგად მოვიქცეოდი, ამ კომბინიზონს, რა თქმა უნდა, არ ჩავიცვამდი.
დედას ვფიცავარ, 0. 01 %-იც არ დამიშვია, რომ ამ კომბინოზონს შეიძლებოდა, ასეთი ხმაური გამოეწვია. ეს კომბინიზონი მქონდა, მაგრამ ვერსად ვერ დავასაქმე, იმიტომ რომ აბსოლუტურად სასცენოა, ბრჭყვიალებით. რომ ჩავიცვი, ვნახე, რომ ძალიან გამჭვირვალე იყო. გავიხადე და შიგნიდან ელასტიკი ჩავიცვი.
მეგონა, რომ კარგად გამოვიყურებოდი. სცენაზე გაანათებს – მეთქი, ვფიქრობდი. სახლიდან კონცერტზე ამ კომბინიზონით წავედი. კონცერტზე რომ მივედი, ყველამ მითხრა, როგორ გიხდებაო, თორემ რამეს მოვიცვამდი და ისე გავიდოდი.
კარგი, დავუშვათ არ მიხდებოდა, კრიტიკის ფორმა იმდენად გამაოგნებელი იყო, გაოცებული ვიყავი. რა თქმა უნდა, კომენტარებს ვკითხულობდი“. – იხსენებს ბაბი.
გია ჯაჯანიძის კითხვას, ყველაზე მეტად რომელი კომენტარი მოხვდა გულზე, ბაბი პასუხობს:
„წერდნენ „ზესტაფონელი დუა ლიპა“, „ამას თავი ვინ ჰგონია, ბიონსე“? ისე ძალიან კარგ მომღერლებს მადარებდნენ და ამით კმაყოფილი ვიყავი.
გავნერვიულდი ამ კომენტარებზე და ცხარე ცრემლით ვტიროდი. ერთი ჩემი მეგობარი მომიბრუნდა და მითხრა, ამბიციები წინ ნუ გაგისწრებს. ქრისტეს არ გაჰყოლია 100 %-ით ხალხის სიყვარული და შენ ვინ ხარო. ეს იყო ჩემთვის ხსნა და შვება“. – იხსენებს ბაბი.