LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება: ამირან გამყრელიძე

262
BeFunky-collage (37)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ეპიდემიოლოგები ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან.

მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ დაკვირვების შემდეგ იქნება შესაძლებელი მსჯელობა, კიდევ მოხდება თუ არა ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული შეზღუდვების შემსუბუქება.

“ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება,” – განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” აუბრისას.

მისივე განცხადებით, თუ მარტის და აპრილის თვე ისეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მაშინ მესამე ტალღის ალბათობა ნაკლები იქნება. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილიზდება.

“დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ. თუ ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები და თავშეყრები, ინფექციის გავრცელება გვექნება და შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა მუტირებული შტამები, ამიტომ რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის. თუმცა ორი თვე – მარტი და აპრილია მეტად საფრთხილო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. როცა დათბება, მერე ნაკლებად მოსალოდნელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი შემსუბუქდა.

მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკაში არ ჯდება, ცუდად განვითარდება მოვლენები, ფრთხილად იყავით – როგორ აფასებენ ექიმები შეზღუდვების შემსუბუქებას

თუ დავინახეთ, რომ ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება – ნათია თურნავა

magti 5g