LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-7 მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი

253

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ამ კვირაში პარტნიორთან საუბარი შედეგს გამოიღებს და თქვენი სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება. თუ ურთიერთობის გარკვევის ეტაპზე ხართ, შუა კვირიდან გონებაში ყველაფერი დალაგდება და საბოლოო გადაწყვეტილებამდეც მიხვალთ.

კურო

თუ პირადი ურთიერთობისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოტივაციის დეფიციტის გამო გიჭირდათ, ამ კვირიდან ყველაფერი შეიცვლება. სამეგობრო წრიდანაც დიდ მხარდაჭერას მიიღებთ, რაც სტიმულს გაგიორმაგებთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომლის წარმატებით დასრულებას თქვენი და პარტნიორის გრძნობების და სიყვარულის მასშტაბი განსაზღვრავს. რამდენად გიღირთ ამ კავშირის გადარჩენა?

კირჩხიბი

ამ კვირაში მხოლოდ კარიერულ მიზნებზე ფოკუსირდებით, რის გამოც რომანტიკული ნაწილი მეორე ხარისხში გადაინაცვლებს. შესაძლოა, მნიშვნელოვან შეხვედრებს დაესწროთ და ინიციატივებიც წარადგინოთ.

ლომი

ემოციურად იმაზე მეტად გაიხსნებით, ვიდრე აქამდე იყავით. მზად ხართ გრძნობები სხვებს მარტივად გაუზიაროთ. ასევე, ამ კვირაში ფინანსური კუთხით წამახალისებელ შემოთავაზებას მიიღებთ.

ქალწული

ბოლო პერიოდში ფინანსურ ნიადაგზე წამოჭრილ პრობლემებს და დაძაბულობას ამ კვირაში წერტილი დაესმევა. ოთხშაბათიდან თქვენს შორის არსებული გაუგებრობა გაიფანტება. მხოლოდ პოზიტივზე იფიქრეთ და ეცადეთ დღეები უფრო სასიამოვნო გახადოთ.

სასწორი

ამ კვირიდან იმ ძალას და ნებისყოფას აღმოაჩენთ საკუთარ თავში, რომელიც წარსული შეცდომის დავიწყებაში დაგეხმარებათ. პარტნიორიც მზად იქნება ცხოვრება ახალი გვერდიდან დაიწყოთ.

მორიელი

ეს კვირა საუკეთესოა მარტო მყოფი მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. თავს ისე იგრძნობთ, თითქოს თქვენი ოცნებები ახდა. შესაძლოა, ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ღირებულებებს მთლიანად იზიარებს, რაც დაახლოების პროცესს დააჩქარებს.

მშვილდოსანი

თუ აქამდე დაბნეული და გაორებული იყავით, ამ კვირიდან ყველა კითხვას ნათელი მოეფინება. თქვენი გონება რაციონალურად დაიწყებს მსჯელობას. შესაძლოა, ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნება-არდაბრუნების შესახებ წარმოჭრილ კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიხდეთ.

თხის რქა

ამ კვირაში, უჩვეულოდ მოჭარბებულ რომანტიზმს იგრძნობთ. სიყვარულს და ემოციებს უფრო პოეტურად გამოხატავთ, ვიდრე აქამდე გჩვეოდათ. პარტნიორი კი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება.

მერწყული

ამ კვირაში პარტნიორისგან მოზღვავებულ სიყვარულს და გადაჭარბებულ ყურადღებას იგრძნობთ. ეს საუკეთესო პერიოდია რამდენიმე დღის ერთად გასატარებლად, მარტო, ყველასგან მოწყვეტით.

თევზები

მზად ხართ გარშემომყოფებს პოზიტიური აზრები შთააგონოთ და მორალურად დაეხმაროთ რათა რთულ პერიოდს მარტივად გაუმკლავდნენ. ამ პროცესში თავადაც დადებითად დაიმუხტებით.

magti 5g