საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება.
საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
ამასთან, დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1-ლი იანვრიდან დაწყებული, ეს ეხება საჯარო დაწესებულებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.