LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება – პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა

160
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

„1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა.

საქართველოში ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება – UNICEF-ის ახალი კვლევის შედეგები 

შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს 233 000-მდე ბავშვი მიიღებს.

პროექტი, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები