1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 11:00 საათიდან, მთაწმინდის პარკში გასართობი ღონისძიებები პარკის ორ ლოკაციაზე – ცენტრალურ მოედანსა და საბაგიროს ზედა სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.
გარდა იმის, რომ საბავშვო კომპანიები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ, ჩატარდება საბავშვო კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, შეჯიბრებები და გათამაშებები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის საბაგიროს ზედა სადგურის ტერიტორიაზე ახალი „ფუდ კორტი“ (Food Court) გაიხსნა, რომელიც მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან, მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო კი რუსთაველის გამზირის #52-ში მდებარეობს. საბაგიროს მეშვეობით მთაწმინდის პარკში მოხვედრა 5 წუთშია შესაძლებელი.