LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება

164
gazi2

ბიზნესსექტორისთვის რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება. შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ მომხმარებლებს კომპანიებმა „ინტერ გაზი“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ უკვე მიაწოდეს.

კომპანიების განცხადებებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება.

„2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით,“ – აღნიშნულია „ინტერ გაზის“ განცხადებაში.

ამავე შინაარსის განაცხადებას ავრცელებს „სოკარ ჯორჯია გაზიც“. „2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ 3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, – წერია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g