„პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა, რისთვისაც კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყოს მიღწეული და შესრულებული. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.