გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
იდეალურ პარტნიორს ეძებთ, რომელთანაც გულწრფელი ურთიერთობა გსურთ, თუმცა, ბოლოდროინდელი იმედგაცრუებების ფონზე, შესაძლოა შეფასების კრიტერიუმები შეცვალოთ. ეს კვირა ემოციურად დამღლელი იქნება.
კურო
პარტნიორთან საუბარი სხვა საუბრებისგან განსხვავებით, ძალიან არეული და სტრესული იქნება. რეკომენდებულია მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ, ასე უფრო გაართულებთ სიტუაციას. კვირის ბოლომდე ბრაზი და დაძაბულობა გაივლის.
ტყუპები
ეს კვირა რთული იქნება ტყუპებისთვისაც, რადგან თქვენი სიყვარული არამყარი აღმოჩნდება. ეს თქვენი ხასიათისთვის ჩვეულია, თუმცა, პარტნიორს იმედგაცრუება ელის. დაგეგმეთ სერიოზული საუბარი ამ თემაზე. ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული.
კირჩხიბი
პარტნიორთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. კონკრეტულ საოჯახო პრობლემაზე მწვავე კამათი გელოდებათ. ორივე მხარეს შეგიძლიათ, დაძაბული საუბრის თავიდან აცილება. თუ მაინც გვერდს ვერ აუქცევთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ სიტყვებთან.
ლომი
რთული პერიოდის შემდეგ, პარტნიორთან ოპტიმისტური შეხვედრა გელოდებათ. მეორე ნახევრისგან მენტალურ სტიმულაციას ელოდებით, თუმცა, საუბრის მერე მიხვდებით, რომ ამ ფაქტორზე თვალის დახუჭვა მოგიწევთ, მიიღებთ თუ არა რეალობას, თქვენი გადასაწყვეტია.
ქალწული
ამ კვირაში, ერთადერთი, რაზეც პარტნიორთან საუბარი გსურთ – ფულია. როგორც ჩანს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულება გაქვთ და ამ ფაქტორის გამო, არც ისე სასიამოვნო საუბარს გეგმავთ. გააკონტროლეთ ემოციები.
სასწორი
მთელი აქცენტი პირად ურთიერთობაზე გადაიტანეთ. ამ კვირაში პარტნიორთან ძალიან ჰარმოინულად იგრძნობთ თავს. ელოდეთ მისგან მოულოდნელ და განსხვავებულ სიურპრიზებს. სულიერ დონეზეც უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს.
მორიელი
სასიყვარულო კუთხით, გაურკვეველი კვირა გექნებათ. მოსალოდნელია დიდი იმედგაცრუება. ვერ იღებთ პარტნიორისგან იმას, რაც გსურთ. ეს ფაქტორი, თქვენ შორის არსებულ მიზიდულობას, ნელ-ნელა შეასუსტებს. რეკომენდებულია დროებით მარტო ყოფნა.
მშვილდოსანი
საინტერესო კვირა გელით. თუ კონკრეტულ ადამიანთან მხოლოდ პაემნით შემოიფარგლებოდით, უკვე მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გიყვარდებათ, თავისი უჩვეულო თვისებებით. ხოლო, თუ მარტო ხართ, პარტნიორის გაცნობის შანსი გექნებათ.
თხის რქა
ამ კვირაში ფოკუსირებული იქნებით საშინაო საკითხებზე. თუ ურთიერთობაში ბოლო ეტაპზე არ მისულხართ, ამის გადაწყვეტილება შესაძლოა ამ კვირაშიც მიიღოთ. წინ სერიოზული ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი.
მერწყული
პარტნიორის გრძნობების მოულოდნელი ცვლილება სტრესში ჩაგაგდებთ. ის რაც იდეალური გეგონათ, ქაოტური და გაურკვეველი აღმოჩნდება. მოძებნეთ გამოსავალი და პირველ რიგში გაარკვიეთ, პარტნიორის გრძნობების შეცვლის მთავარი მიზეზი.
თევზები
თევზის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რთული კვირა ექნებათ. ოჯახის ბიუჯეტზე პარტნიორთან კამათი მოგიწევთ. ფულის ინვესტიციის გზები ერთმანეთისგან განსხვავდება. სასურველია რომელიმე კომპრომისზე წახვიდეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.