LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ადგილი დაუვიწყარი თაფლობისთვის გასატარებლად

1160
samui-best-honeymoon-resorts.jpg

საქორწილო გეგმების ყველაზე სასიამოვნო და   დასამახსოვრებელი  ნაწილი თაფლობისთვის მოგზაურობაა. ბონ ვოიაჟი“ ულამაზესი ადგილების ათეულს წარმოგიდგენთ, სადაც   თქვენი რომანტიკული დასვენება დაუვიწყარი გახდება.

1.მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამალფის სანაპირო თაფლობისთვის დაგეგმვისას წყვილების ფავორიტებს შორისაა. ძნელია უფრო კლასიკურად რომანტიკული სცენის წარმოდგენა, ვიდრე ამალფის ციცაბო სოფლის ქუჩები, მავრული არქიტექტურა, ცისფერი წყალი და ფერადი დასვენება ქვიშიან სანაპიროებზე.

2.ბრიუგე რომელიც, როგორც ჩანს, პირდაპირ ზღაპრების წიგნებიდან არის გადმოსული. ის მოიხსენიება, როგორც ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი და ყოველწლიურად ბევრ ტურისტს იზიდავს. აქ თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ რომელ საუკუნეში ხართ ბრიუგის არხებზე გასეირნებისას.  შუა საუკუნეებში აშენებული თითქმის ხელუხლებელი  სტრუქტურები ქმნის განცდას, რომ სხვა დროში გადაინაცვლეთ.   უფრო მეტიც, ევროპაში მისი ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალურია იმ წყვილებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და სანახაობები, რადგან პარიზიდან, ან ამსტერდამიდან სულ რაღაც  რამდენიმე საათის სავალზეა, შეგიძლიათ მარტივად გადაადგილდეთ სხვა  ქალაქებში  და მიიღოთ სრულყოფილი  თაფლობისთვე.

3.თავგადასავლების მოყვარულ წყვილებს, რომელთაც ჭეშმარიტად არაჩვეულებრივი საქორწილო მოგზაურობის სურვილი აქვთ, აუცილებლად ვურჩევდით აფრიკის კონტინენტის ერთ -ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს მასაი მარას. ეს ადგილი დედაქალაქ ნაირობიდან 5 საათის სავალზეა და აფრიკაში ყველაზე სასურველი ადგილის სტატუსით სარგებლობს. აქვეა სერენგეთის ეროვნული პარკი, სადაც ნამდვილი ველური ბუნების წიაღში აღმოჩნდებით ლეოპარდების, ლომის, აფრიკული სპილოს, აფრიკულ კამეჩისა და შავი მარტორქას გარემოცვაში.

4.მონტენეგრო ბოლო დროის ერთ-ერთი ფავორიტია წყვილებისთვის, რომლებსაც თაფლობისთვის გატარება საზღვარგარეთ სურთ. მწვანე ბორცვები, სუფთა ზღვა, რიყის ქვის ვიწრო ქუჩები და ბუდვას თბილი მზე, რომელიც ნანგრევებად ქცეული და ისტორიული ქალაქია. ბუდვა საუკეთესოა სიმშვიდისა და სულიაერი დასვენებითვის.  ასევე   მარტივად შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე ქალაქები, როგორიცაა კოტორი და პოდგორიცა და საყვარელ ადამიანთან ერთად დაათვალიეროთ მონტენეგრო.

5.დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი,ასევე მოხვდა ათეულში,რომელსაც რომანტიკული დღეების გასატარებლად წყვილები ხშირად ირჩევენ.  სკანდინავიის ზღაპრული მხარე, რომელიც ქალთევზას ქანდაკებისა და ჰანს კრიტიან ანდერსენის უამრავი ზღაპრის გმირის სამშობლოა დაუვიწყარს გახდის თქვენს თაფლობისთვეს. მაღალი დონის სასტუმროები,რომანტიკული რესტორნები და ულამაზესი ფერადი მდინარის სანაპირო თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებებს მოუყრის თავს.

6.ბაჰამის კუნძულები უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი  თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, დაივინგით, მდიდრული მაღაზიებითა და კუროროტებით. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ დაცულ ტერიტორიებს ეწვიონ, ისტორიის მოყვარულებს კი, შეუძლიათ მოინახულონ ადგილობრივი ნანგრევები, არტეფაქტები ან იხილონ ადგილობრივი ინდიელების ტომი. გასაკვირი არ არის რატომაა ბაჰამის კუნძულები ასეთი პოპულარული.ლუკეიენის ნაციონალური პარკი,ოქროს ქვების სანაპირო,დედოფლის კიბე,ბოტანიკური ბაღი და რომანტიკული ზღვისპირა სასტუმროები იდეალური არჩევანია თაფლობისთვის გასატარებლად.

7.არავის გაუკვირდება ამ სიაში საფრანგეთის დედაქალაქის დანახვა. პარიზი, მსოფლიოს სიყვარულის დედაქალაქი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ საოცნებო ადგილს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის შეყვარებული წყვილისთვის. ეს ის ადგილია, სადაც იქმნება სილამაზე, ხელოვნება, მოდა…

მოგეხსენებათ, პარიზი გამოირჩევა უნიკალური ხედებით, რაც განპირობებულია ქალაქის ორიგინალური არქიტექტურით. სწორედ ეს დეტალია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რაც ქმნის მყუდრო გარემოსა და რომანტიკულ განწყობას.

8.საბერძნეთის კუნძულები და კურორტები უკვე დიდი ხანია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.მათ შორისაა  სანტორინი,წყვილების ხშირი არჩევანი თაფლობისთვის გასატარებლად. კურორტი სანტორინი უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილების სიის სათავეში დგას.ვულკანური ლანდშაფტები, ფერადი ქვიშა და სუფთა ზღვა, ზღაპრული მზის ჩასვლა და მშვიდი ატმოსფერო, დაუჯერებელი თეთრი სახლები და ფანჯრიდან გადაშლილი გასაოცარი პანორამები, კუნძულზე ეს და ბევრი სხვა რამ გელით.

9.განსხვავებული კულტურა და სამყარო, ასეთი გარემოს მაძიებელი წყვილებისთვის მაროკო შესანიშნავი არჩევანია. აქ საოცარი გარემო დაგხვდებათ. მარაკეშში, ბერბერული ეპოქის შუა საუკუნეების გალავნის ქალაქში გასეირნება, თვალწარმტაცი არქიტექტურა,ცეკვა,სიმღერა და რომანტიკული სასტუმროები თქვენს თაფლობისთვეს განსხვავებულ ხიბლს შესძენს. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ როგორც მეფეების სასახლის ლოკაცია ვარდისფერ ამანჯენაში, ან ცოტა უფრო ტრადიციულ ულამაზეს ქალაქ ფესში, ელეგანტურ რიად ფესზე.

10.ათეულის გვირგვინი, კი მალდივის კუნძულებია. ლეგენდის თანახმად მიწიერი სამოთხე ინდოეთის ოკეანეში  1190 კუნძულადაა გაფანტული. თეთრი სანაპიროები, მარჯნის გამოქვაბულები, ქოქოსის და ბანანის პალმები, ფირუზისფერი წყალი, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბუნგალოები წყალში და ხმელეთზე. მართალია ყველას თავისი სამოთხე აქვს დედამიწაზე, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მალდივის კუნძულები ნამდვილი საჩუქარია დედამიწელებისთვის.

მალდივები ერთ-ერთ რომანტიკულ ადგილად ითვლება დედამიწაზე, ამიტომ ის იზიდავს წყვილებს, ახალდაქორწინებულებს ან უბრალოდ, ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს. ის დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, სპა ცენტრებსა და მასაჟის კაბინეტებს, ეგზოტიკურ რესტორნებსა და სათავგადასავლო ექსკურსიებს. წარმოიდგინეთ, ფირუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშები, პალმები და ჰამაკები, ზღვის პროდუქტების ნაირსახეობა, ეგზოტიკური კოქტეილები, ბუნგალოები, ღამის გართობა, აუზები, სპა ცენტრები, ოკეანეში ჩაძირული ვარსკვლავები, წყლის ხმა და თეთრი ქაფის შეხების შეგრძნება. სხვა არაფერია საჭირო დაუვიწყარი დღეების გასატარებლად საყვარელ ადამიანთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g