LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს – ფინანსთა მინისტრი „სინოფარმით“ აიცრა

153
ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმით“  აიცრა. მინისტრმა ვაქცინა  ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა. ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა“.

„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს. დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

დღესვე, ამავე კლინიკაში ჩინური ვაქცინით აიცრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები