შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
„აცრა გავიკეთე, ჩინური წარმოების „სინოფარმი“. ეს ნაბიჯი იქედან გამომდინარე გადავდგი, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა.
სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეცვლილა, დღითი დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, -გ ანაცხადა გომელაურმა.
გომელაურთან ერთად აიცრებიან ასევე უწყების თანამშრომლებიც.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრა 4 მაისს დაიწყო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ