LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 დეკემბერს გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება

133
gvirabi-cr-739x428-e1445494634274

10 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში გადაადგილების შეზღუდვა დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა კი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

mazda magti 5g